ახალი კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

Covid-19-ის ახალი შტამის გამო რამდენიმე ქვეყანამ ბრიტანეთში მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა

კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესეს. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ირლანდიამ და იტალიამ შეაჩერეს ფრენები. ასევე შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა ლა-მანშის გვირაბში. დიდ ბრიტანეთთან ფრენებს აჩერებს კანადაც.

ზოგიერთ შემთხვევაში აკრძალვა პირველ ეტაპზე 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება და მის გახანგრძლივებაზე მოგვიანებით იმსჯელებენ, ზოგმა ქვეყანამ კი მიმოსვლა იანვრამდე შეაჩერა.

კორონავირუსის ახალ შტამი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს, 70%-ით უფრო გადამდებია. დიდ ბრიტანეთში მთავრობამ უკვე გაამკაცრა შეზღუდვები. ევროკავშირი მასზე რეაგირების ზომებს განიხილავს.

ახალი შტამით დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა დანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში.

მოსალოდნელია, რომ 21 დეკემბერს ევროპული სამედიცინო სააგენტო Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინას გამოყენებისათვის დაამტკიცებს. მას უკვე იყენებენ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

ამავე თემაზე:

კომენტარები