კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან 774 თბილისში დადასტურდა, 255 – იმერეთში, 142 – აჭარაში

ABC

კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამოსავლენად 9 812 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით.

20 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 208 638 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 180 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 094 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები