მზესუმზირა

"მზესუმზირას" თქვენი მხარდაჭერა სჭირდება

donate.mzesumzira.com

კომუნა "მზესუმზირა" 7 წლის წინ 30 ადამიანმა დააფუძნა, მეგობრების ვიწრო წრეში გამართული საღამოები ფესტივალ "ეზოდ" გარდაისახა და ათასობით ადამიანისთვის განტვირთვისა და მხიარულების სინონიმად იქცა. 

კორონავირუსმა მთლიან ქართულ საკლუბო სცენას და მათ შორის "მზესუმზირას" კატასტროფული დარტყმა მიაყენა. დამფუძნებლებს კომუნის შესანარჩუნებლად საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ.

"გამარჯობა, ჯერ მოკლედ გეტყვით, მერე ვრცლად. მოკლედ ისაა, რომ ამ პანდემიას "მზესუმზირა" ალბათ ვერ გადაიტანს. დახმარება გვჭირდება. სანაცვლოდ, რაღაცეები მოვიფიქრეთ, რაც შეიძლება გაგისწორდეთ.

https://donate.mzesumzira.com

ეხლა ვრცლად: "მზესუმზირას" კეთება 7 წლის წინ დავიწყეთ 30-მდე ადამიანმა. ჯერ რამდენიმე პატარა შეკრება მოვაწყვეთ. ბოლოს კი, "ეზო ფესტივალზე" მრავალათასიანი ჯგრიალით გავაგრძელეთ. გვგონია, რომ ჩვენი ხასიათიც გვქონდა და განსხვავებული ხედვაც.

ჰოდა, არ ვიცით, კიდევ გვექნება თუ არა. ამ პანდემიის პირობებში ჩვენც ძალიან გავიჭედეთ. რაც შეგვეძლო, ვქენით, მაგრამ დიდი შანსია, გვირაბის ბოლომდე ვეღარ მივატანოთ. ეგრე ჩუმად გაქრობაც არ გვინდა. ამიტომ, ესეთი რამე ვიფიქრეთ: თუ შენთვის "მზესუმზირა" ძვირფასია და გინდა, მის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა. შეგიძლია, რამდენიმე რამე გააკეთო და სანაცვლოდ საჩუქრებიც მიიღო.

ამისთვის, აი, ამ ლინკზე შედი: https://donate.mzesumzira.com

რამდენიმე პაკეტი გვაქვს, რომელიც ჩვენც დაგვეხმარება და, იმედი გვაქვს, შენთვის საინტერესო რამეებსაც შეგახვედრებს. თუ არაფერი მოგეწონა, ან მაგდენით დამხარება არ შეგიძლია, შემოწირულობებსაც ვიღებთ - მანდვე შეგიძლია, რამდენიც შეგიძლია, იმდენი მოგვცე. ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია - ფული ფულად და ისედაც, მხარდაჭერაც ბევრს ნიშნავს. თუ ფინანსურად ვერ გვეხმარები (რა გასაკვირია, ყველანი გაჭედილები ვართ), ლინკის გაზიარებაც საქმე იქნება.

მადლობა დიდი და, იმედია, "ეზოზე" შევხვდებით". – წერს კომუნა სოციალურ ქსელში.

მხარდაჭერის მსურველებს ნებისმიერი ოდენობის თანხის ჩარიცხვა ამ ბმულის გამოყენებით შეუძლიათ, გარდა ამისა საიტზე განთავსებულია სპეციალური პაკეტები:

გულსამაგრი + პოსტერი30 ლარი

Mzesumzira Records-ის ყველა EP + პოსტერი + გულსამაგრი, 50 ₾ 

ივენთის ბილეთი და ღვინო ჟუჟუნა, 100 ₾

კომენტარები