კრისტოფერ უოკენი

კრისტოფერ უოკენი: მობილური ტელეფონის გამოყენება არ ვიცი

Variety

კრისტოფერ უოკენი სტივენ კოლბერტის შოუს Zoom-ის მეშვეობით ეწვია. ლაპარაკისას ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნიკაში საერთოდ ვერ ერკვევა.

"მე არც პერსონალური კომპიუტერი და არც მობილური ტელეფონი არ მაქვს. არ გეგონოთ, რომ რამეს ვაპროტესტებ, უბრალოდ ისე მოხდა, რომ ტექნოლოგიებს 10 წლით ჩამოვრჩი და დაწევა ცოტათი მეზარება. თან ტელეფონი საათივით არის - თუ გჭირდება, სხვას მაინც აქვს. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში, გადაღებების პერიოდში ტელეფონის ტარების ვალდებულება მაქვს, მაგრამ საერთოდ არ ვიყენებ, ერთი-ორჯერ გამოტოვებული ზარი დამხვდა და გამვლელებს ვთხოვე, ესწავლებინათ უკან გადარეკვა". – ამბობს 77 წლის მსახიობი.

უოკენის კარიერა 70-იან წლებში დაიწყო, მას ათობით დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული. 1979 წელს "ირმებზე მონადირეში" შესრულებული როლისთვის უოკენმა ოსკარი მიიღო.

კომენტარები