ვახტანგ მეგრელიშვილი

მეგრელიშვილი: კომენდანტის საათის დარღვევის და მართვის უფლების არქონისთვის დამაჯარიმეს

ON.GE

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ის პოლიციამ მართვის უფლების არქონისა და საღამოს 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო 2 500 ლარით დააჯარიმა.

მეგრელიშვილი გუშინ, 15 დეკემბერს, საკუთარ Facebook გვერდზე ლაივში გავიდა და იქ მოჰყვა, თუ რატომ დააჯარიმეს სამართალდამცველებმა.

მისი თქმით, ის ტელეკომპანია კავკასიიდან მოდიოდა და ერთჯერადი საშვი, სხვა შემთხვევების მსგავსად, არც ახლა აუღია.

"ახლა, ამ დროს, პატრულმა გამომიწერა 2000-ლარიანი ჯარიმა, მეორე არის 500-ლარიანი, რომელიც, ასევე, გამომიწერა მართვის უფლების არქონის გამო. 3 წელია მართვის უფლება არ მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციამ ახლა აღმოაჩინა ბანდიტი". – თქვა მეგრელიშვილმა.

საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საღამოს 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებს, რისი დარღვევაც ისჯება ჯარიმით - 2 000 ლარით.

კომენტარები