ავტოავარია თელავში

თელავში ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

გავრცელებული ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი სამარშუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახენენ. ერთი პირი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. 

კომენტარები