კორონავირუსი ცხოველებში

ბარსელონას ზოოპარკში ოთხ ლომს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ბარსელონას ზოოპარკში ოთხ ლომს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამი დედალი ლომი - ზალა, ნიმა და რან რანი და ერთი მამალი ლომი - კიუმბე, მას შემდეგ გატესტეს, რაც ცხოველებმა ვირუსისთვის დამახასიათებელი სუსტი სიმპტომები გამოავლინეს.

გარდა ცხოველებისა, ტესტზე დადებითი აღმოჩნდა ზოოპარკის ორი თანამშრომლის პასუხიც.

ამ დროისთვის, ზოოპარკში გამოძიება მიმდინარეობს, რათა დაადგინონ, როგორ დაინფიცირდნენ ცხოველები, თუმცა, დიდი ალბათობით, მათ ახალი კორონავირუსი ინფიცირებული თანამშრომლებისგან გადაედოთ, რომლებიც უსიმპტომოები იყვნენ.

ზოოპარკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ცხოველებს თითქმის ყველა სიმპტომი გაუქრათ, გარდა ხველისა და ცემინებისა.

"ცხოველების სუსტ სიმპტომებს ვმკურნალობთ, ეს ჰგავს სეზონური ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. და ისინი მკურნალობაზე კარგად რეაგირებენ". – წერია განცხადებაში.

კომენტარები