ისნის რაიონის გამგეობა ლიფტის დამონტაჟების შესახებ განცხადებასა და ფოტოებს ავრცელებს. მათი ცნობით, "უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ლიფტი" ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5 შესახვევის N1-ში მოეწყო.
"მოსახლეობას კორპუსში ლიფტის არარსებობა 25 წლის განმავლობაში პრობლემას უქმნიდა. შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე". - აცხადებს ისნის გამგეობა და აღნიშნავს, რომ პროექტი ბიუჯეტიდან 61 000 ლარით დააფინანსეს.