აშშ-საქართველო

აშშ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს

Shutterstock

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. ინფორმაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. 

საელჩოს განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს Covid-19 პანდემიის შემდგომ აღდგენაში დაეხმარონ, აშშ-ს მთავრობა უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო კომპანია OCO Global-ს დააფინანსებს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში. 

"ასევე, შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას. აშშ-ს მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს და საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობს". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები