არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ebru.co.ke

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ფაქტი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, დაკავებული პირი, (1978 წელს დაბადებული ზ.ბ.) წარსულში ნასამართლევია და ის დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მომხდარი ფაქტის შესახებ. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა". – ამბობენ შსს-ში.

წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ
გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები