ავტოსაგზაო შემთხვევა

ჭავჭავაძეზე პატრულის მანქანა ქვეითს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. 

"ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რომელთა შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები