გირჩი

ჯაფარიძე: მესმის ყველასი, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ ეგ რესურსი ამოწურულია

სალამი მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციისთვის, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს - ჩემია, მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც გირჩს მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეგ რესურსი ამოწურულია. თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ, თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება.

წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ის ჯგუფში გირჩის ბაბლი.

კომენტარები