ქსკ ლანჩხუთი

"მზად ვართ სკანდინავიური ყინვებისთვის" - ქსკ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალზე

ქალთა საფეხბურთო კლუბის ლანჩხუთის Facebook გვერდი.

"მერე რა, რომ ზამთარია, მზად ვართ სკანდინავიური ყინვებისთვის" - დაწერა ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა და ამით ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც 9 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

კლუბმა Facebook-ზე სურათიც გამოაქვეყნა, სადაც მოთამაშეები მწვრთნელთან ერთად დგანან.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მათ რუმინული კლუჟი  დაამარცხეს ანგარიშით 0-1.

კომენტარები