გირჩი

ხაჩიძე ჯაფარიძეს: გირჩი უნიკალური იდეაა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი შენ ხარ

Zurab Girchi Japaridze

გირჩი - სახელად პარტიას მე დავარქვი.

შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი ”ნათლიაც” გამოვედი

”გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ!

ეს ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც.

თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა.

მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში;

ისიც ვიცი, რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ;

ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არაადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს;

ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს...

მესმის, რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს...

ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს, ვინც გვერდით გიდგას!

წერს პარტია გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე Facebook-ზე. დღეს, 4 დეკემბერს ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა.

კომენტარები