ელისაშვილი ხვიჩიაზე: უშნოდ ნათქვამი იყო, პედოფილიის გამართლება არ სურდა

droa.ge

"უშნოდ ნათქვამი იყო. პედოფილიის გამართლება არ სურდა". – წერს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გირჩის ერთ-ერთ ლიდერზე, იაგო ხვიჩიაზე. 

"იაგო ხვიჩიაზე და მის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე მინდა, ორი სიტყვა ვთქვა. თუმცა, იმით დავიწყებ, რომ ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით და მათთვის არანაირი სასჯელი არ მენანება და არ დამენანება! იაგომ რაც თქვა, აშკარად უშნოდ ნათქვამი იყო და მე როგორც აღვიქვი, პედოფილიის გამართლება არ სურდა. არც მჯერა, რო სურდა. მისი უშნოდ ნათქვამი ხელზე დაიხვიეს და მისი ასეთი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი! 

შეეშალა კაცს, არ გამოუვიდა სათქმელი და ნუ აცვამთ ეხლა ჯვარზე. ჩემი და გირჩის აზრები ძალიან ბევრ რამეში სასტიკად არ ემთხვევა ერთმანეთს და არც დაემთხვევა, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს შორის იშვიათად მინახავს იაგოსავით თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი. ეს მინდოდა მეთქვა". – წერს ელისაშვილი.

იაგო ხვიჩიას მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა, ის შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". – წერს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი.

ხვიჩიამ გუშინ, 2 დეკემბერს, განცხადება გაავრცელა და მედიას მოუწოდა, დრო დაუთმონ.

კომენტარები