გირჩი

ხვიჩია: გირჩში არის ხალხი, რომელიც მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს ლანძღავს

გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს.
ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს სადაც შანსი აქვს, ლანძღავს.

ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს დამესხას და არ დამკორტნოს. არასდროს, არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს, ნუთუ შეძლება ეს ნორმალური იყოს?

აქვე აღვნიშნავ, რომ მე არ ვარ იდეალური ადამიანი, შეცდომებს ვუშვებ, ზოგჯერ გულს ვტკენ ადამიანებს. როგორც წესი, ამას ვაღიარებ და ვცდილობ მეორეჯერ არ დავუშვა.

ყველა ჩემი შეცდომა ვაღიარე ვიღაცასთან და სადაც მოსახდელია იქ ბოდიშსაც ვიხდი.
მაგრამ სადაც ბოდიში მოსახდელი არაა და იხდი, ეგ არც ბოდიშია და არც არაფერს გამოასწორებს.

მადლობა ყურადღებისათვის...

წერს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ლიდერი, იაგო ხვიჩია Facebook-ზე. ხვიჩიას მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა, ის შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. "ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". - წერს გირჩის ერთერთი ლიდერი.

კომენტარები