კორონავირუსი საქართველოში

ჯაფარიძე: ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები, რეგულაციებს არავინ უნდა დაემორჩილოს

არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს. იმიტომ, რომ... გასაგებია, რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ასევე დევს ადამიანების სიცოცხლეებიც და ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. ჩვეულებრივად იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც. ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი...

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

კომენტარები