კახი კავსაძე

რატიანი: კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამ ეტაპზე, მძიმე ხარისხი არ იკვეთება

იმედი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსით არის დაინფიცირებული. 

მისი თქმით, მსახიობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს კრიტიკული იყო, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა აღინიშნება. 

"დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მძიმე ხარისხი, ამ ეტაპზე, არ იკვეთება. მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდინფექციამ და მისმა გავრცელებამ". –ამბობს რატიანი და აღნიშნავს, რომ სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია და " ვიმედოვნებთ, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც აქამდე ჩატარდა და მას მომავალში ჩაუტარდება, გამოიწვევს პაციენტის გამოჯანმრთელებას".

მსახიობი კახი კავსაძე კლინიკაში 28 ნოემბერს შეიყვანეს. მისი ძმის, იმერი კავსაძის ინფორმაციით, ინფიცირებულია თავად იმერი კავსაძე და მისი ცოლიც. 

კომენტარები