კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 802 დადასტურდა, იმერეთში – 637, აჭარაში – 554

გასულ დღე-ღამეში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 802 დადასტურდა, იმერეთში – 637, აჭარაში – 554.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს: ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 268 ახალი შემთხვევა აღირიცხა, შიდა ქართლში – 258, გურიაში – 119, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 400, კახეთში – 219, მცხეთა-მთიანეთში – 108, სამცხე-ჯავახეთში – 50, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 11.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 35 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 3 721 პირი.

29 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცრების 132 368 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 110 049 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 230 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 21 063 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები