ლაზიერის გამბიტი

ლაზიერის გამბიტი NETFLIX-ის რეკორდსმენი გახდა

Bustle

მინისერიალი ლაზიერის გამბიტი Netflix-ის ახალი რეკორდსმენი გახდა. 

შოუმ პრემიერიდან 28 დღეში 62 მილიონი ნახვა მოაგროვა, რაც სტრიმინგსერვისისთვის აბსოლუტური რეკორდია. გარდა ამისა, 92-დან 63 ქვეყანაში სერიალმა ყოველდღიურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. საძიებო სისტემა Google-ში კი ჭადრაკის შესახებ გვერდების მოძიების სიხშირემ 9 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ლაზიერის გამბიტი 1983 წელს დაწერილ უოლტერ ტევისის ბესტსელერს ეფუძნება. მინისერიალის მთავარი გმირი მოჭადრაკე ვირტუოზი ელიზაბეტ ჰარმონია, რომელიც 60-იანი წლების სრულიად პატრიარქალურ სპორტში წამყვანი ფიგურა ხდება. შოუს დასკვნით ეპიზოდში რამდენიმე წამით ნონა გაფრინდაშვილის პერსონაჟი ჩანს.

კომენტარები