ახალი კორონავირუსის 18 008 აქტიური შემთხვევიდან 838 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 135, იმერეთში - 169.
აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 410 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 118, იმერეთში - 26.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების ახალი 3 768 შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი.
20 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 96 860 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 77 932 გამოჯანმრთელდა, 894 კი გარდაიცვალა.
მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.





