აფეთქება ლანჩხუთში

ლანჩხუთში აფეთქება მოხდა, დაშავდა 2 ადამიანი

მთავარი/კადრი ვიდეოდან

ლანჩხუთში, მიხეილ გვარჯალაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მას ნგრევა არ მოჰყოლია.

აფეთქების შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულები კონტაქტურები არიან. უწყების ცნობით, აფეთქების შემდეგ ბინაში ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

კომენტარები