ამინდის პროგნოზი

თოვლჭყაპი, თოვლი, ქარბუქი – როგორი ამინდი იქნება 19-20 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია "ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება", ასევე, ნისლი, ნალექი, ბარში უმეტესად თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია - ძლიერი.

"მაღალმთიან ზონაში ზოგან სავარაუდოა ქარბუქი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს". - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები