აშშ-საქართველო

ბოკერია: პომპეო ლუკაშენკოსაც შეხვდა, ვინმე იტყვის, რომ დემოკრატიის კონტექსტში უჭერენ მხარს?

მე ველოდები ყველანაირი ტიპის აბსურდულ ან დახევრადაბსურდულ შეფასებებს ივანიშვილის პროპაგანდის მანქანისგან. რაც შეეხება იმას, რომ აშშ, როგორც ქვეყნის პარტნიორი, ვინც ამ მომენტში ხელისუფლებაა, იმათ ხვდება და იმათ ელაპარაკება, ეს აბსოლუტურად ნორმალური ამბავია. 

პომპეო ლუკაშენკოსაც შეხვდა, იმიტომ, რომ დეფაქტო ის მართავდა იმ ქვეყანას და არის გეოპოლიტიკური ინტერესები. ამის მიღმა ვინმე დასკვნას გამოიტანს, რომ ლუკაშენკოს უჭერენ დემოკრატიის კონტექსტში მხარს? სულ ცოტა ხნის შემდეგ არჩევნები იყო და ძალიან სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, როცა ეს პროცესი დასრულდა. 

მთავარი გზავნილი ყველა ჩვენი მეგობრისთვის იქნება საქართველოს საზოგადოების გრძელვადიანი რეაქცია ამ საკითხზე. იქამდე, სანამ ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს ის მთავრობა, ვინც გვყავს, ის წარმოგვადგენს საერთაშორისო არპარეზზე და სწორედ ეს არის პრობლემა...

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე საუბრისას.

კომენტარები