აშშ-საქართველო

ბოკერია ვოლსკიზე: ოპოზიციის სერიოზული წარმომადგენლებიდან ვინ ქმნის ამ მოლოდინს? სისულელეა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ვინმე ქმნის ასეთ მოლოდინებს ოპოზიციის სერიოზული წარმომადგენლებიდან?" – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების წევრის, გიორგი ვოლსკის კომენტარს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლასთან დაკავშირებით. 

"რა სისულელეა, მე არ ვიცი, ვინ თქვა ეს ოპოზიციიდან. აშშ, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი და საქართველოს მეგობარი არცერთ ეპოქაში ასე არ იქცევა, რომ დაიკავოს პოზიცია, ვინ უნდა მოიგოს ან წააგოს არჩევნები და რა უნდა მოხდეს მეორე ტურში. ვინმე ქმნის ასეთ მოლოდინებს ოპოზიციის სერიოზული წარმომადგენლებიდან? ჩვენ, ევროპულ საქართველოს, ასეთი სისულელე არასდროს არ გვითქვამს". – ამბობს ბოკერია ტელეკომპანია პირველთან.

გუშინ, 10 ნოემბერს რუსთავი 2-თან ინტერვიუში ვოლსკიმ თქვა, რომ ოპოზიციას უნდა, საზოგადოებას პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით "გულუბრყვილო შეხედულებები მოახვიოს თავს."

"მე საკითხის ამ კუთხით განხილვას არ ველოდები, რომ რას შვრებით, ბიჭებო, რას აპირებთ, იქნებ მეორე ტური... იქნება, შევცვალოთ ეს და სანამ არ გაიმარჯვებს ნაცმოძრაობა იქამდე ვატაროთ და ვატაროთ არჩევნები. ასეთი გულუბრყვილო შეხედულებები, სწორედაც რომ უნდათ, მოახვიონ თავს საზოგადოებას". – თქვა გიორგი ვოლსკიმ. 

საქართველოში პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

კომენტარები