SYSTEM OF A DOWN ყარაბაღის კონფლიქტს ორი ახალი სიმღერით გამოეხმაურა

ამერიკულმა ნიუ მეტალ ბენდმა System of a down თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ ორი ახალი კომპოზიცია გამოუშვა.

კომპოზიციები Protect The Land და Genocidal Humanoidz მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს ეხმიანება. სიმღერების ტექსტებით ჯგუფის წევრები მხარდაჭერას უცხადებენ სომხეთს.

SOAD კალიფორნიაში 1994 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა ხუთი წარმატებული ალბომი გამოუშვა და 2005 წელს დაიშალა. ჯგუფის წევრები ეთნიკურად სომხები არიან.

კომენტარები