თავდასხმა გიორგი რურუაზე

პენიტენციური: რურუას ინციდენტში მონაწილეები მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადავიყვანეთ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 2 ნოემბერს პოლიტპატიმარ გიორგი რურუაზე თავდასხმაში მონაწილე 5 პატიმარი მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

"N8 პენიტენციური დაწესებულების 5 პატიმარი, რომლებიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გიორგი
რურუას წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეობდნენ, 3 ნოემბერს მკაცრი რეჟიმის N6
პენიტენციურ დაწესებულებაში იქნენ გადაყვანილნი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სპეციალური
პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილეობის გამო, მათ რეჟიმი
გაუმკაცრდათ". – წერია განცხადებაში. 

გუშინ, 2 ნოემბერს, გიორგი რურუას N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები