კორონავირუსის 15 411 აქტიური შემთხვევიდან 519 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 279 – თბილისში მკურნალობს, 86 – აჭარაში. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ თქვა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 230 პაციენტი იმყოფება, 100 – თბილისში, 83 – აჭარაში.
სიჭინავას ცნობით, 2 236 პირი კოვიდ-სასტუმროშია მოთავსებული, მათ შორის, 1 077 – აჭარაში, ხოლო 837 – თბილისში. 8 882 პირი კი ბინაზე მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 7 და გამოჯანმრთელდა 1 696 ადამიანი.
2 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.





