ნაცმოძრაობის ანგაჟირებული 4-5 ჟულიკი მე გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს. მე, როგორც დიდაჭარა, ასევე მთლიანად მაღალმთიანი აჭარა, ხულო, გუშინ მოვიარე. თავიდან დავიწყეთ და ბოლომდე გოდერძის უღელტეხილზე დავასრულეთ.
ჩვენ მოლოდინი გვქონდა, როცა პოლიტიკურ ძალას არ აქვს პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური და არც მორალური და როცა იციან, რომ ეს არის წაგებული ბრძოლა, რა თქმა უნდა, გამოხტომებით შეეცდებიან პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო გარემო დააზიანონ.
მე განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაცკლასტერი კაკანებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გადადგმულ ნაბიჯზე მათი პროვოკაციების არ გვეშინია. პირიქით, ძალიან შემართებით ვართ და ორ დღეში ვიზეიმებთ ძალიან დიდ გამარჯვებას.
ნაცმოძრაობას პარტიული ნომერი რაც აქვს, დაახლოებით 5 ანგაჟირებული ადამიანი, კონკრეტული კრიმინალური წარსულით, ცდილობდა, იქ ხელი შეეშალა, მაგრამ ისინი ვერასოდეს ვერ შემიშლიან ხელს, რომ გავაკეთო ის საქმე, რაც ჩვენი მოვალეობაა...