კორონავირუსი საქართველოში

511 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 128 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კორონავირუსის 18 364 აქტიური შემთხვევიდან 511 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 255 თბილისში მკურნალობს, 7 – აჭარაში. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თქვა. 

მისივე ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 128 პაციენტი იმყოფება, 70 – თბილისში, 22 – აჭარაში. 

29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 18 390 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები