კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ 30 303

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 14 და გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. 

25 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა. სულ ინფიცირების 18 718 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები