პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის კვლევა: პატრიოტთა ალიანსი – 22.8%, ოცნება – 15.4%, ენმ – 2.5%

ipress

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებით, მათ ალტერნატიული წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარეს, სადაც 22.8%-ით სწორედ თავად ლიდერობენ. 

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ მათ კვლევისთვის 1 200 000 ადამიანი გამოჰკითხეს, რომელთაგან 900 000-ის აუდიოჩანაწერი აქვთ. დეპუტატის თქმით, მათგან 300 000-ის პოზიცია 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე აღირიცხა და კვლევის შედეგებიც სწორედ მათ პასუხებს ეფუძნება. 

პრორუსულ პარტიას კვლევის მეთოდოლოგია, ცდომილება ან სხვა დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. 

  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 22.8%
  • ქართული ოცნება – 15.4%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2.5%
  • ლეიბორისტული პარტია – 0.8%
  • გირჩი – 0.7%
  • ევროპული საქართველო – 0.65%
  • ლელო – 0.64%
  • ერთიანი საქართველო – 0.31%
  • სხვა პარტიები – 1.09%
  • არცერთი პარტია – 5.83%
  • თავი შეიკავა – 49.29%

პარტიების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი 100.1%-ს უდრის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე გამოქვეყნებული არცერთი კვლევა მიახლოებით მაინც არ იმეორებს პრორუსული პარტიის შიდა კვლევის შედეგებს.

Edison Research-ის (ტელეკომპანია ფორმულას) კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს 3% აქვს, ხოლო IPSOS-ის (მთავარი არხის) კვლევის მიხედვით – 1.2%. 

კომენტარები