შსს

თბილისში 18 წლის კაცი გაუპატიურებისა და თვითნებობის ბრალდებით დააკავეს

www.irishtimes.com

თბილისში გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული კაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, "ი.ზ.-მ 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მისსავე სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა". 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებასა და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები