გელათის ტაძარი

დეკანოზი ილია: გელათის მთელი გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან, დაზიანდა ფრესკები

ევროპა ჩვენი სახლია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში გელათის ტაძარში არსებული პრობლემების შესახებ წერს. დეკანოზის თქმით, გელათის ტაძრის სახურავი, რომელზე მუშაობაც უკვე დასრულდა, უვარგისია და ამის შედეგად, დაზიანდა ფრესკებიც.

"ზაფხულში გელათის მთავარი ტაძრის სახურავის გადახურვის სამუშაოები და ქვის პერანგის კონსერვაცია დასრულდა და ხარაჩოები მოხსნეს, ახლა აღმოჩნდა, რომ მთელი გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან, გარდა გუმბათის კონუსისა და მიმდინარეობს კვლავ დროებითი გადახურვის მოწყობა წყლის ასარიდებლად, რომელიც თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თვეებია ამაზე ინფორმაცია ვრცელდება: დაზიანდა, დასველდა, გამომარილდა ფრესკები და ქვის პერანგი, წყალში ჩაიყარა რამდენიმე მილიონი ლარი და წლობით მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები და გუშინწინ საპატრიარქოს პრესსპიკერმა დეკანოზმა ჯაღმაიძემ არაფერი ვიციო, ხოლო გაენათელმა მიტროპოლტმა იოანემ - ყველაფერი კარგადაა და წყალი არ ჩადისო. მართლაც ტრაგიკომედიად იქცა საქართველო, ინფანტილიზმის, უვიცობის, უგულობის და იდიოტიზმის დოღია ყველა სფეროში..." - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

კომენტარები