ხანძარი ხევსურეთში

ხევსურეთში, არხოტის ხეობაში ტყეში ხანძარია

ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე ხანძარია. გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ჩართულია მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები. ასევე, თბილისიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი. კერა სოფელ ამღიდან, დაახლოებით 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და, შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ამიტომ სამუშაოები მიმდინარეობს ინდივიდუალური საშუალებებით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც ართულებს.

კომენტარები