Joy Division

ქუჩის მხატვარმა მანჩესტერში იენ კერტისის გიგანტური გრაფიტი დახატა

BBC

მანჩესტერში ქუჩის არტისტმა AKSE-19-მა ლეგენდარული მუსიკოსის, იენ კერტისის 6-მეტრიანი გრაფიტი დახატა.


ფოტო: BBC
 

მანჩესტერელი იენ კერტისი ლეგენდარული პოსტ-პანკ ბენდის Joy Division-ის ფრონტმენი იყო. 1980 წელს კერტისმა საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბენდის მეორე ალბომი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. ფრონტმენი წლების განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა. გრაფიტი მენტალურ დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გაიხსნა.

მოგვიანებით, Joy Division-ს დარჩენილმა წევრებმა ელექტრო როკ ბენდი New Order ჩამოაყალიბეს.

"ჩემი გრაფიტის მესიჯია, თუ ცუდად გრძნობ თავს - ეძიე დახმარება". – ამბობს ავტორი.


ფოტო: Sopitas

კომენტარები