Edison Research: ამომრჩეველთა 30% ოპოზიციურ პარტიას უჭერს მხარს, ქართულ ოცნებას - 13%

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კითხვაზე - "ვის მისცემდით ხმას ქართულ ოცნებას თუ ოპოზიციურ პარტიას, უფრო ვისკენ იხრება თქვენი სიმპატია", გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ოპოზიციურ პარტია 30%
  • ქართულ ოცნება 13%
  • არ ვიცი, უარი პასუხზე 57%

ეს კითხვა დაესვა გამოკითხულთა იმ ნაწილს, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემს ხმა არჩევნებზე.

კვლევა, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია

კომენტარები