EDISON RESEARCH: გამოკითხულთა 89% ჯარს, 85% ეკლესიას, 52% კი მთავრობას ენდობა

yalt.crcna.org/

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 89% ამბობს, რომ ჯარს ენდობა. იგივე კითხვაზე, 85% ეკლესიას უცხადებს ნდობას, 71% კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC). ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 68% პოლიციას უცხადებს ნდობას, ასევე 68% ამბობს, რომ უნივერსიტეტებს ენდობა.

იგივე კითხვაზე, თუ რომელ ინსიტიტუციებს ენდობიან ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ მთავრობას ენდობა, 59% ადგილობრივ თვითმმართველობას, 60% სახალხო დამცველს უცხადებს ნდობას. პრემიერმინისტრს კი 62%. ქართულ მედიას მოსახლეობის 68% ენდობა.

კვლევის მიხედვით, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 55% ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენდობა, 51% არასამთავრობოებს, 49% საქართველოს პარლამენტს, ხოლო გამოკითხულთა 47 პროცენტი პროკურატურას.

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობა ყველაზე ნაკლებ ნდობას ქართულ ბანკებს [40%], პოლიტიკურ პარტიებს [44%], პრეზიდენტს [43%] და სასამართლოს [46%] უცხადებს.

კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.

კომენტარები