სუპერმოდელები

90-იანი წლების სუპერმოდელებზე დოკუმენტურ მინისერიალს გადაიღებენ

WordPress

სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანჯელისტა და კრისტი ტარლინგტონი Apple TV+-ის დოკუმენტური სერიალის მთავარი გმირები გახდებიან.

მინისერიალს რონ ჰოვარდისა და ბრაიან გრეიზერის კომპანია Imagine Documentaries გადაიღებს. პროექტს ოსკაროსანი რეჟისორი ბარბარა კოპლი ხელმძღვანელობს. სერიალი ოთხი ეპიზოდისგან შედგება, რომელიც თითოეული მოდელის ისტორიას შეეხება.

"ჩემთვის და რონისთვის უდიდესი პატივია, ეკრანზე გადავიტანოთ ლეგენდარული ნაომი კემპბელის, ლინდა ევანჯელისტას, კრისტი ტარლინგტონისა და სინდი კროუფორდის ისტორიები. წლების განმავლობაში მაინტერესებდა როგორია სუპერმოდელის დიდებისკენ მიმავალი გზა". – წერს სოციალურ ქსელში გრეიზერი.

კომენტარები