ქართული ოცნება

პრემიერმა კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად დააბრუნა

ინტერპრესნიუსი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა. ბრძანებას საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. აღსანიშნავია, რომ დეპუტატობამდე კობალაძე სწორედ ამ პოსტს იკავებდა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.

კობა კობალაძე მეცხრე მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების წევრია - გლდანის მაჟორიტარი. 

2020 წლის არჩევნებისთვის მმართველმა გუნდმა პროპორციულ სიაში კობა კობალაძე არ შეიყვანა და აღარც მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

კომენტარები