ქართული ოცნება

სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება დატოვა

სოსო გოგაშვილი
ინტერპრესნიუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა პარტია ქართული ოცნება დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად გოგაშვილმა ფორმულას დაუდასტურა

როგორც ტელეკომპანიისთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, ის ესაუბრა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და მას წასვლის მიზეზები აუხსნა. 

"ყველაფერი გასაგები იყო მისთვის, წარმატებები მისურვა მომავალ საქმიანობაში და ასე დავშორდით ერთმანეთს. ახლა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ". – თქვა სოსო გოგაშვილმა. 

იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა და ზუსტად სამი წლის შემდეგ, 2018 წლის აგვისტოში თანამდებობა დატოვა. მის მიერ თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობაში ბრალს პერსონალურად გოგაშვილს სდებდა. სუს-ის მაღალჩინოსანი მაჩალიკაშვილს არაერთხელ გამოეხმაურა. 

კომენტარები