იპოდრომის ტერიტორია

ნათელაშვილი იპოდრომზე: ივანიშვილს უნდა, წინასაარჩევნოდ ქველმოქმედის სახელი დაიბრუნოს

ივანიშვილმა თავის დროზე უკანონოდ ჩაიგდო ხელში იპოდრომის ტერიტორია, ვერეს ხეობა, გააპარტახა ერთადერთი საცურაო სივრცე - ლაგუნა ვერე იმ თბილისელებისთვის, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ გადიოდნენ ქალაქიდან და ახლა გველები დასრიალებენ იქ და ხვლიკები თბებიან მზეზე. ახლა ივანიშვილს უნდა, წინასაარჩევნოდ ქველმოქმედის სახელი დაიბრუნოს და ჩვენგან წართმეული დროებით დაგვიბრუნოს, რათა არჩევნების შემდეგ ისევ დაიბრუნოს. 

თქვა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ "სრულიად უსასყიდლოდ" გადასცა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

კომენტარები