ავტოავარია კახეთში

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ორი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანას გზაჯვარედინზე გადასვლისას სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი და ახალგაზრდა ქალი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   

კომენტარები