ანგელა მერკელი ევროკავშირის სამიტზე სოციალურ დისტანციას იცავს [VIDEO]

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე, ევროკავშირის სამიტზე მისულ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, მისასალმებლად მიუახლოვდა, რა დროსაც მერკელი განზე გადგა. შემდეგ მერკელი ნამასტეთი მიესალმა კონტეს.

როგორც ჩანს, მერკელი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, სოციალურ დისტანციას იცავს და შორიდან მისალმებას არჩევს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას ეს მეორე სამიტია, სადაც ევროპის ლიდერები ბრიუსელში პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.

კომენტარები