მეწყერი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მეოთხე ადამიანის ცხედარიც იპოვეს, ეძებენ არასრულწლოვანს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, მეწყერში მოყოლილი მეოთხე ადამიანის ცხედარიც იპოვეს. ახლა სამაშველო სამსახური არასრულწოვანს ეძებს, რომელიც დედ-მამასთან ერთად სტიქიაში მოჰყვა. ოჯახის სამივე წევრი იმ სახლში იმყოფებოდა, რომელიც გუშინ მეწყერმა წაიღო.

იქამდე მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი მანქანაში იმყოფებოდნენ.

სამძებრო სამუშაოებში 200 მაშველი-მეხანძრეა ჩართული.

კომენტარები