მეწყერი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ

es.gov.ge/

ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ. გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იყვნენ. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის, არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რამდენ ადამიანს ეძებენ. 

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 120 მაშველი და დამატებით, თბილისიდან მიემგზავრება 50-კაციანი ჯგუფი.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ავტოამწის დახმარებით მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

"ამ დროისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წვიმამ გადაიღო. ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური". - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები