ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 6 ოქტომბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 3 ოქტომბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ ნაწილში), ხოლო 5 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. 

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები