ივანიშვილი 20 ივნისზე: მარცხით გაწბილებულებმა ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით ისარგებლეს

ბიძინა ივანიშვილი
ტელეკომპანია პირველი

"ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით." - ამბობს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე 20 ივნისზე, გავრილოვის ღამეზე საუბრისას. 

ივანიშვილის თქმით, ქართული ოცნება "ნაბიჯ-ნაბიჯ" ასწორებდა ნაციონალური მოძრაობის "გამრუდებულს და ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოებად."

"პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა და ხელმოცარულებმა სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება. საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი. სახელმწიფომ გაუძლო ამ გამოწვევას და აღკვეთა ამბოხი, რასაც შედეგად ჩვენ, სამწუხაროდ, ათეულობით დემონსტრანტის და სამართალდამცავის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. იყო სამწუხარო გადაცდომები, ადგილი ჰქოდნა ძალის გადამეტებასაც." - ამბობს ივანიშვილი. 

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 

20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

გამოუცხადებელი დარბევის ქრონიკა - ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები