მაიკ პომპეო

პომპეო: რუსეთი ცდილობს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას

საბერძნეთში ვიზიტისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც საბერძნეთთან თანამშრომლობასა და რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებზე ილაპარაკა.

"უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა დღეს განსაკუთრებით მნიშნველოვანია. რუსეთი აგრძელებს რეგიონის დესტაბილიზაციას, განსაკუთრებით ლიბიაში. აშშ გამოდის ყველა უცხოური სამხედრო ძალის ლიბიიდან გასვლის მოწოდებით და მხარს უჭერს სამხედრო დეესკალაციას და ლიბიაში შერიგებას. მე და პრემიერმინისტრი შევთანხმით, რომ შევისწავლით უფრო ახლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რათა დავძლიოთ რუსეთის მიერ მავნებლური ქმედებებით შექმნილი ისეთი საფრთხეები, როგორიცაა დეზინფორმაციის გავრცელება პანდემიის შესახებ და მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა". - თქვა პომპეომ.

პომპეომ კომენტარი გააკეთა ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებაზეც და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

კომენტარები