სერჯიო ლეონე

ერთი მუჭა დოლარისთვის სერიალი გახდება

Empire

კინოკომპანია Mark Gordon Pictures სერჯო ლეონეს კლასიკური ვესტერნის -ერთი მუჭა დოლარისთვის სატელევიზიო რიმეიქზე მუშაობას იწყებს.

ლეონეს ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კლინტ ისტვუდი ასრულებს, აკირა კუროსავას პირად მცველს ეფუძნება. სტუდიამ იაპონური სურათის უფლებებიც შეისყიდა.

ორივე ფილმის ცენტრალური პერსონაჟი მარტოხელა, უსახელო მებრძოლია, რომელიც პატარა ქალაქს ორი ბანდის ტერორისგან გაათავისუფლებს.

შესაძლოა, სერიალის მოქმედება ველური დასავლეთიდან სხვა ადგილას და ეპოქაში განვითარდეს.

კომენტარები